2022-23 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დარგის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა.
„IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას უკავშირდება. ჩვენი შეფასებით, სექტორში დასაქმებულების 70-75% უცხოელია“, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.
მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობა IT სექტორის დასაქმების სტატისტიკაში მოცემულ მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია
ამასთან, ამ სექტორში საშუალო ხელფასი 6,940 ლარია, რაც 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია და ბიზნეს სექტორის საშუალო ხელფასს 1 969 ლარს 3.5-ჯერ აღემატება.
IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირება.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…